თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების“ ხმების 41 %–ს იღებს, მისი მთავარი მოწინააღმდეგე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ 33%–ს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც რეიტინგულმა ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით შეადგინა.
ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.