15:38 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
59 0 0

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა, სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

წულუკიანის მტკიცებით, ოპოზიციურ ძალებს უკვე ჰქონდათ მცდელობა, განეხორციელებინათ წინასწარ გამზადებული სცენარი.

„ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით და ჟურნალიზმით, ფეიკპარტიები და ფეიკკვლევები იზეიმეს.  ეს ის ხალხია, ვინც საკუთრ მარცხს გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, რომ თავიანთივე ამომრჩეველში ჩართონ ის ე.წ. მუხტი და ჩართონ სცენარი, რომლის ჩართვის პროცესში სირთულეებს აწყდებიან“, -განაცხადა წულუკიანმა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, დაგმონ ოპოზიციის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე.  

„ჩვენ ყველამ ვნახეთ რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია რომ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს, დადიან  საარჩევნო უბნებზე იარაღით და ამით არაპირდაპირ ცდილობენ დააშინონ ამომრჩეველი. ეს არის მიუღებელი და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ“, -აღნიშნა წულუკიანმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. 

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები