ქსნის ციხეში მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს დაწესებულება დაატოვებინეს

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს კენჭისყრის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცეს

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აგრესიულად განწყობილმა პატიმრებმა საქართველოს სახალხო დამცველს ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცეს, ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ დაწერა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნებზე 130-მდე დარღვევა დააფიქსირა >>

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების, ე.წ. „მაყურებლების“, გაზრდილ ზეგავლენაზე გაამახვილა.

„ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა“, - დაწერა ლომჯარიამ.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
ჩხუბი და შეურაცხყოფა: შსს-მ ექვს სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

სიტყვიერ დაპირისპირებაში, რომელიც ხმამაღალ ტონში მიმდინარეობდა, რამდენიმე სხვა მსჯავრდებული ჩაერთო. კონფლიქტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა დაწესებულების ადმინისტრაციამ მსჯავრდებულებს წესრიგისკენ მაინც არ მოუწოდა, წერს ლომჯარია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლისის სახით 11 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წელს პატიმრების რაოდენობა, რომელთაც არჩევნებზე ხმის უფლება აქვთ, გაზრდილია, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს, არამედ იმათაც, ვინც მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მოგების აღნიშვნისათვის ემზადებიან >>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120–ს პროპორციული, 30–ს კი მაჟორიტარული წესით.

არჩევნები განსაკუთრებულ და უჩვეულო გარემოში ტარდება – კორონავირუსის გამო, მოსახლეობის დაცვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს.

წელს პირველად არჩევნები პანდემიის პირობებში იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0