კახა კალაძე: ქართულ პოლიტიკაში ზონდერებისა და დივერსანტების დრო დასრულდა

© Facebook / Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოება, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო დღეებში გააფრთხილა იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღეს  მძიმე პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.  

 

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართულ პოლიტიკაში ზონდერებისა და დივერსანტების დრო დასრულდა, განაცხადა  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული:- განაცხადა კალაძემ. 

Ника Мелия - Sputnik საქართველო
ნიკა მელია: ვითარება იმაზე მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ჩანს

კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოება, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო დღეებში გააფრთხილა იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღეს  მძიმე პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.  

„ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი – მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე გლდანში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ირაკლი ეძგვერაძემ, მეტსახელად „ჭყიპინამ“ მძიმე პროვოკაცია მოაწყო.

„ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე“- აღნიშნა კალაძემ. 

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„შეიძლება, მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც ბევრს ვერ წარმოუდგენია“ - მამუკა მდინარაძე

გლდანის №55–ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც კონფლიქტის მხარეთა დამშვიდებას ცდილობს, თუმცა დაპირისპირება გრძელდება. თვითმხილველების თქმით, ისმოდა სროლის ხმებიც. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში უბნის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა–შემოხლა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0