გახარია: არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას, მათ შორის ინფიცირებულებსაც ექნება

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 ოქტომბერს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ ხმა მისცეს უსაფრთხო გარემოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა კორონავირუსით ინფიცირებულმა მოქალაქეებმა, განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გახარია: მკაცრი წესების დაცვა არის გასაღები, რომ ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ>>

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მსჯელობს. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცესკოს ინიციატივით შეიქმნა, ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში. ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმაც და ცესკომაც და ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში“, – აღნიშნა პრემიერმა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: არჩევნები საქართველოში არ გადაიდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნები საქართველოში არ გადაიდება. საარჩევნო უბნები, ეპიდემიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე იქნება მომზადებული.

„პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად... მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსპარენტულად, რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

ყველა ახალი ამბავი
0