საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

© photo: Sputnik / Stringerთემიდა –მართლმსაჯულების ღმერთი
თემიდა –მართლმსაჯულების ღმერთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე უხელმძღვანელებს. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში: ზურაბიშვილმა დოლიძის „შემცვლელი" დაასახელა

ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ასე რომ, ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდან გახდა. ეს თანამდებობა ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ დატოვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქადაგიძე ერთადერთი კანდიდატურა იყო და მან მარტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. უზენაეს სასამართლოში მას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

მანამდე ქადაგიძე 6,5 წლის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, გარდა ამისა, 10 წლის განმავლობაში მუშაობდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ.

 

ყველა ახალი ამბავი
0