თბილისში სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების იმედი აქვთ

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით–გარეჯი
დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული – ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ბრიფინგზე.

დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სინოდის სხდომა ჩატარდეს>>>

დარსალიას თქმით, იმედია, რომ კომისია მუშაობას უახლოეს დროში განაახლებს.

„მარტში იყო დაგეგმილი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი პრაქტიკულად ყოველთვე ხდებოდა ამ შეხვედრის გადადება. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ კომისიის რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში შეკრების თაობაზე შევთანხმდით, ამ დროისათვის კონკრეტულ თარიღზე ვმუშაობთ, თუ როდის შეიძლება შედგეს შეხვედრა. იმედი გვაქვს, რომ კომისიის მუშაობის განახლება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ყველა გაუგებრობას გამორიცხავს

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ–ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

ყველა ახალი ამბავი
0