საქართველოს მოქალაქეები დეპუტატების არჩევას 38 ქვეყანაში შეძლებენ

© Sputnik / Levan Avlabreliხმის მიცემის პროცესი
ხმის მიცემის პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმის მიცემის უფლების მისაღებად უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყვნენ

თბილისი, 14 ოქტომბერი  - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის – ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 38 ქვეყანაში 57 უბანი გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის: არჩევნებში მონაწილეობის წესები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 პარტია და ორი ბლოკი. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120–ს პროპორციული და 30–ს – მაჟორიტარული სისტემით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროპორციული სისტემით შეძლებენ ხმის მიცემას.

იმისთვის, რომ ხმის მიცემის უფლება მიეღოთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყვნენ.

სხვადასხვა ქვეყანაში უბნების გახსნის გადაწყვეტილება ცესკომ საკონსულო აღრიცხვის საფუძველზე მიიღო.

ყველაზე მეტი – ხუთი უბანი გაიხსნება საბერძნეთში, აშშ–ში – ოთხი, უკრაინაში, აზერბაიჯანში, გერმანიასა და თურქეთში – სამ–სამი.

ყველა ახალი ამბავი
0