„ევროპული საქართველოს" სიის პრეზენტაცია – პარტია პრემიერობის კანდიდატის გარეშე

© SPUTNIK / DENIS ASLANOV"ევროპული საქართველოს" ოფისი
ევროპული საქართველოს ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ სიაში არიან როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები, რომელთათვისაც საპარლამენტო არჩევნები სერიოზული გამოცდა იქნება.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ნომერ მეორე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიული ბირთვი წარმოადგინა, რომელიც პარტიულ სიაში იქნება.

პარტიული სიების წარდგენა არჩევნების განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს პარტია, პარტიული სიიდან მით მეტი ადამიანი მოხვდება პარლამენტში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ია. 

ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად - Sputnik საქართველო
პარტია „გამარჯვებული საქართველო“ სადეპუტატო მანდატისთვის სამ საარჩევნო ოლქში იბრძოლებს

„ევროპული საქართველოს“ სიაში აღმოჩნდნენ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი და ა.შ., ისე საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობი სახეები – ირინა აფხაზავა, მარიამ რამინაშვილი, ელენე ოზაშვილი. თუმცა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები ნუმერაციის გარეშე წარადგინა.

„ჩვენი სიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი კონკურენციაშია. ეს ადამიანები ამომრჩეველთა ხმებისთვის იბრძოლებენ თითოეულ რაიონსა და ოლქში და პარლამენტში შევლენ ისინი, ვისაც თქვენ, ამომრჩეველი დაუჭერთ მხარს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარტიული სიის პრეზენტაციისას.

ამასთან, პარტიულ ბირთვში სრულად დაცულია ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა – სიაში ყოველი მესამე კანდიდატი ქალია. კანონი 25%-ს მოითხოვს.

„ეს ჩვენი ხედვაა – ბევრი ქალი პოლიტიკაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარტიულ კანდიდატებს შორის არიან ისეთი ახალი სახეებიც, რომელთა წარსულიც სხვა პოლიტიკურ პარტიებს უკავშირდება – „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები ახლოვდება – საუბნო საარჩევნო კომისიები თავმჯდომარეებს ირჩევენ

მიუხედავად ლიდერებისა და ცნობილი სახეების სიმრავლისა, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა პრემიერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელოს, თუმცა იმედი აქვს, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში წამყვან როლს შეასრულებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცესკოში დარეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი – მაჟორიტარულ ოლქებში. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დღეისთვის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თბილისის რვა ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმება შეძლო, რომლებიც სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებით მეორე ადგილზე არიან და მეორე ტურში გასვლას შეძლებენ.

დაბალი გამსვლელი ბარიერის გამო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0