04:34 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, აღნიშნა პრემიერმა

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში>>

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, თუმცა ვერავინ გაბედა აღსრულება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვ.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

მთავარი თემები