გლოვის ნიშნად საქართველოს ყველა საელჩოს შენობაზე დროშები დაშვებულია

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2020 წლის 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოში გლოვის დღეა

25 აგვისტოს გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მოაწერა ხელი.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

კვირას, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი გადარჩა, რომლებიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0