საქართველო უკრაინისგან განმარტებას მოითხოვს: სააკაშვილის მორიგი განცხადება

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავისი გამოსვლებით საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უკრაინული მხარისგან განმარტებას მოითხოვს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

საჭიროა რევოლუცია: სააკაშვილი უკრაინის ელიტას ემუქრება>>

სააკაშვილმა მანამდე თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე „მოწინავე ხაზზე“ იქნება.

„ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას, ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როცა საუბრობს ამ ქვეყნის მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, იმიტომ რომ ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ „თავისი პროპაგანდისტული გამოსვლებით სააკაშვილი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა“.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია – კალაძე სააკაშვილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივნისში უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა.

„უკრაინის პოზიცია ასეთია: სააკაშვილი უკრაინაში არ არის ოფიციალური პირი, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

მაისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ამის საპასუხოდ საქართველომ კიევიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელი იქნება

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

ყველა ახალი ამბავი
0