საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში შესწორებები მესამე მოსმენით მიიღო

© photo : Parliament of Georgia / FBდეპუტატები სხდომათა დარბაზში
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ რეგლამენტში, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტისთვისაა გათვალისწინებული, მცირდება სპიკერის მოადგილეების რაოდენობა – თავმჯდომარეს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით ერთხმად – 89 ხმით მიიღო შესწორებები რეგლამენტში.

ცვლილებები ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში ამოქმედდება.

შეტანილი შესწორებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„ყველაზე გამორჩეული" – თალაკვაძე საგაზაფხულო სესიაზე

პირველ ვიცე-სპიკერს აირჩევენ სპიკერის რეკომენდაციით, ორ მოადგილეს წამოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო თითო-თითოს – ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციები.

ახალი წესით შეიქმნება ფრაქციებიც. მათ შექმნას მინიმუმ შვიდი დეპუტატი დასჭირდება.

გარდა ამისა, ერთი პოლიტიკური პარტიიდან არჩეულ დეპუტატებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ.

ცვლილებები შეეხება ასევე საპარლამენტო უმცირესობის სტატუსსაც – ის უქმდება. პარლამენტში იქნება საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია.

რეგლამენტში იცვლება ასევე პოლიტიკურ დებატებში დეპუტატების გამოსვლის ხანგრძლივობაც. კერძოდ, პოლიტიკური განცხადებებისთვის ფრაქციას გამოეყოფა იმდენი წუთი, რამდენი წევრიცაა მასში, ამასთან, არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო დეპუტატი გამოსვლისთვის მხოლოდ სამ წუთს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0