როგორ ჩატარდება არჩევნები საკარანტინო ზონებში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება საკარანტინო ზონებში სპეციალური უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღოს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკარანტინო ზონებში სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნას, რათა იქ მყოფმა მოქალაქეებმა თავიანთი სამოქალაქო უფლების რეალიზება შეძლონ.

პარლამენტში „სასარგებლო ქაოსი" გამეფდება – ექსპერტები კონსტიტუციაში შესწორებებზე>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 2 809 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ – 229. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულების საერთო რაოდენობაა 928, აქედან გამოჯანმრთელდა 794 ადამიანი.

 სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

კობახიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

„შეიძლება ცესკომ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის სივრცეში სპეციალური საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ არის სადმე სასტუმროში საკარანტინო სივრცე, იქ შეიძლება ცალკე შეიქმნას კომისია, ცალკე ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესწორებების პროექტი და კორონავირუსის პანდემიის დროს უსაფრთხო არჩევნების ჩატარების პირობები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„კარგი დღე" – ოპოზიცია კონსტიტუციაში შესწორებებზე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება. ეს არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. საკონსტიტუციო შესწორებები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტმა ორშაბათს მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0