„ყველაზე გამორჩეული" – თალაკვაძე საგაზაფხულო სესიაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საგაზაფხულო სესიას პარასკევს, 26 ივნისს ოფიციალურად დახურავს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი დღეს, 26 ივნისს ოფიციალურად დახურავს საგაზაფხულო სესიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბოლო საგაზაფხულო სესია შეაფასა როგორც „ყველაზე გამორჩეული" მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში.

საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები>>

„საგაზაფხულო სესია იყო ძალიან დინამიკური. ჩვენ ბევრი კანონპროექტი განვიხილეთ. მივიღეთ ახალი კანონები, დადგენილებები, შეთანხმების რატიფიცირება გავაკეთეთ, მოვუსმინეთ მინისტრებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი უკვე მესამედ მოდის პარლამენტში. პოლიტიკურად ეს იყო ძალიან აქტიური სესია და, რაც მთავარია, ის დასრულდება ძალიან პოზიტიური შედეგით, როგორიც არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. ვფიქრობ, თავისი შედეგებიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სესია მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო ერთ-ერთი გამორჩეული", – განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია პარლამენტს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სამუშაო დღეს პარლამენტის წინაშე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთი წლის განმავლობაში მთავრობის პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება. პრემიერის ყოველწლიური გამოსვლა ამ წლის მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მის გამოსვლაში საუბარი იქნება საქართველოს მთავრობის მუშაობაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, განათლების, სახელმწიფო მართვის, სოციალური პროგრამების, ასევე წლის მთავარი თემის – კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებებით. პრემიერის გამოსვლის შემდეგ დეპუტატები შეძლებენ კითხვების დასმას და პასუხების მოსმენას.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

კომპენსაციის პრეტენდენტთა რაოდენობა იზრდება – ვინ მიიღებს თანხას სამუშაოს დაკარგვის გამო>>

თუმცა დეპუტატები დასვენებას ჯერ ვერ შეძლებენ – მათ მოუწევთ რიგი კანონების მიღება, მათ შორის, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების მიღება. შესწორებების განხილვა მესამე მოსმენით 29 ივნისს რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0