პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებებს მეორე მოსმენით განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მესამე, საბოლოო კენჭისყრა შემდეგ კვირაში გაიმართება.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ შესწორებებს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება.

არჩევნები პანდემიის დროს: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვთ>>

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გვაქვს შანსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს:ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ. ამ შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი.

ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მაგრამ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შემდეგ ორ მოსმენაზე მხარს არ დაუჭერენ ამ პაკეტს, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაში მონაწილეობაზე პირველივე მოსმენის დროს თქვა უარი გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო.

გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის>>

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა, მესამე, საბოლოო კენჭისყრა შემდეგ კვირაში ჩატარდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში შესწორებების პაკეტის ინიცირება, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებს ეფუძნება.

ყველა ახალი ამბავი
0