გახარია პარლამენტში: ოპოზიცია დაინდობს თუ „გაწირავს" პრემიერს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება, რომელსაც პრემიერთან კითხვები აქვს ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება.

პრემიერის გამოსვლის ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მმართველ გუნდს კითხვები, ძირითადად, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ექნება.

„თქვენ იცით, რომ ეს საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს თავის ანგარიშს. გამოსვლის კონკრეტული დღე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების საფუძველზე დადგინდება", – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

ბოლო პერიოდში გახარია დეპუტატების წინაშე ორჯერ წარდგა: პირველად – კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, მეორედ კი დამოუკიდებელი დეპუტატების მიწვევით, რომლებსაც მთავრობის მეთაურთან კონკრეტული კითხვები ჰქონდათ.

უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო" პრემიერის წლიურ ანგარიშს არ დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად ხელისუფლებას ისიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, კონკრეტულად – ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მაისში, როდესაც საქართველოში ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო, პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმებისას დასახელებული სამიდან ორი პატიმარი – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება გიორგი რურუა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მონაწილეობა არ მიიღო.

ახლა კი, პრემიერის წლიური ანგარიშით გამოსვლისას, პირიქით მოხდება – დარბაზში არ იქნებიან „ევროპული საქართველოს" დეპუტატები, მაგრამ დასწრებას გეგმავენ „ნაციონალები". მათ გახარიასთან კითხვები აქვთ, ძირითადად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0