ქართულ ჯარს შეიარაღებაში M4 ტიპის შაშხანები ექნება

© Sputnik / Levan Avlabreliსაბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში
საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი უწყების უახლესი გეგმების შესახებ პარლამენტის დეპუტატებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესაუბრა.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვაში M4 ტიპის შაშხანები იქნება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

М4 ავტომატური კარაბინია, რომელიც აშშ-ში М16А2 შაშხანის საფუძველზე შეიქმნა. საქართველოში М4-ს უკვე იყენებენ ზოგიერთ ქვედანაყოფში.

მაისაია: სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში – სწორი პოლიტიკაა>>

„ეს შესყიდვა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ 2006-2007 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც დაახლოებით 22 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ სრულად მოვახდინეთ აღნიშნული თანხის ათვისება და, M4 ტიპის შაშხანებთან ერთად, დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფები სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტებით თანამედროვე შეიარაღებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სუ-25 - Sputnik საქართველო
საქართველო იარაღის წარმოების დაწყებას აპირებს – რა გეგმები აქვს თავდაცვის უწყებას

ამას გარდა, შეიარაღებაზე საუბრისას მინისტრმა ისაუბრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „დელტასა“ და თბილისის საავიაციო ქარხნის ერთობლივ პროექტზე, რომელიც გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი Су-25-ებისა და მოიერიშე ვერტმფრენების განახლებასა და რემონტს.

სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველო თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„დელტას“ ისტორია სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. ამჟამინდელი სახით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას. მას აკონტროლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ცენტრის ერთ-ერთი პირველი პროექტია ქვეითთა ჯავშანმანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სერია. გარდა ჯავშანმანქანებისა, „დელტა“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, შაშხანებს, ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს, სამხედრო კარვებს ამზადებს. 

საქართველომ აბუ-დაბიში გამოფენაზე IDEX 2019 ახალი ტიპის შეიარაღება წარადგინა>>

ამ დროისათვის „დელტას“ თავისი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.

ყველა ახალი ამბავი
0