ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა – ვინ იქნება მისი შემცვლელი

გამოწერა
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე გააგრძელებს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა.

იმის შესახებ, რომ ციხელაშვილი მინისტრის პორტფელს ტოვებდა, ცნობილი მაისში გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახდება.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობას ტოვებს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის ოთხი წელია უკვე, ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
მიდის თუ მოდის გიორგი გახარია? ვინ რა კითხვაზე მიიღო პასუხი

„გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმაოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მიღწევები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ციხელაშვილი ელჩის თანამდებობაზე დავით დონდუას შეცვლის, რომელსაც ავსტრიაში ელჩის თანამდებობა 2018 წლიდან ეკავა.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე  2016 წლის ივლისში დაინიშნა.

ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებული სერვისებისა და დახმარებების წვდომის, ასევე საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით.

ყველა ახალი ამბავი
0