„ჩვენი საქართველო“ სასწრაფოდ ძლიერ და ქარიზმატულ პოლიტიკოსებს ეძებს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნების დროს
არჩევნების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიდერი აცხადებს, რომ პარტია საბოლოოდ 10 ივლისისთვის ჩამოყალიბდება, ხოლო წინასაარჩევნო პროგრამას აგვისტოში წარადგენს

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სამი თვით ადრე გაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც საკუთარ თავს როგორც „ახალი პოლიტიკური კულტურის მატარებელს“ პოზიციონირებს.

პარტია დააარსეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა, რომლებიც ამჟამად პარლამენტში ზომიერად ოპოზიციური ძალის როლს ასრულებენ. დამფუძნებლებს შორის არიან ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე და დამოუკიდებელი დეპუტატები ჯაბა ჯიშკარიანი და ბექა ნაცვლიშვილი.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პირველი პირები „ლელოს“ დადებენ? – რას უარყოფს მამუკა ხაზარაძე

თუმცა პარტია ამ სიაზე შეჩერებას არ აპირებს. მედია-საშუალებებმა დაადგინეს, რომ ის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ და მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, გიორგი კვირიკაშვილთან. სავარაუდოდ, არჩეული ბექა ნაცვლიშვილის ნაცვლად პარტიას სწორედ ის ჩაუდგება სათავეში.

პოლიტიკაში კვირიკაშვილის დაბრუნების შესახებ ხმები თითქმის ერთი წელია ვრცელდება, 2019 წლის შემოდგომაზე მისი უკიდურესად ოპოზიციური განცხადების შემდეგ. თუმცა თავად ყოფილი პრემიერი ასეთ შესაძლებლობას ბოლო დრომდე კატეგორიულად უარყოფდა.

ამბიციური გეგმები

თავად ახალ პარტიაში კვირიკაშვილს არ ახსენებენ. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, პარტია საბოლოოდ 10 ივლისისთვის ჩამოყალიბდება, ხოლო წინასაარჩევნო პროგრამას აგვისტოში წარადგენს.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო რეინკარნაცია თუ... „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური სახე ნატო ჩხეიძე გახდა

„ჩვენ წარვდგებით გაფართოებული გუნდით 10 ივლისიდან. პირველ აგვისტომდე დავასრულებთ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩვენებისთვის“, - აცხადებს ჯაში.

ამასთან ის არ მალავს, რომ პარტია გამოცდილი პოლიტიკოსების და სამეცნიერო წრეების წარმომდგენლების გადაბირებას აპირებს.

ჯაში აღნიშნავს, რომ მისი პარტია პარლამენტს ორივე მიმართულებით „შეუტევს“ და არჩევნებში მონაწილეობას 30 ოლქში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით აპირებს.

არჩევნებში მონაწილეობას პარტია აპირებს დამოუკიდებლად, თუმცა არ გამორიცხავს შესაძლო კოალიციას, მაგრამ არა მმართველ პარტიასთან თუ ოპოზიციურ გაერთიანებასთან, რომელიც დაახლოებით 30 პარტიას აერთიანებს.

საჭიროა ქარიზმა და ფული

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ თუ ახალი პარტია ვერ მოახერხებს ქარიზმატული პოლიტიკოსის მოზიდვას, მას ძალიან ცოტა შანსი ექნება.

საქართველოში ამომრჩეველი ყოველთვის ხმას აძლევდა და აძლევს კონკრეტულ პიროვნებებს, და არა პარტიებს, დარწმუნებული მამრაძე.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

„ჯერჯერობით ამ პარტიაში მე ვერ ვხედავ ქარიზმატულ პოლიტიკოსს, რომელიც მასებს გაუძღვებოდა. კიდევ მე პირადად შეკითხვა მაქვს: ვინ დგას ამ პარტიის უკან, ვინ აფინანსებს მას? თუ საკმარისი ფინანსები არაა, შედეგებიც დაბალი იქნება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგი კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე შეიძლება გადაწყდეს.

სხვა პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ახლა შეფასებების გაკეთება ნაადრევია. მან აღნიშნა, რომ ახალ პარტიას რთულია უწოდო„ ახალი“, რადგან ყველა სახე ელექტორატისთვის კარგად ნაცნობია.

„ყველა ამ ადამიანს ცალ-ცალკე დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვი მათი კავშირის შესახებ. ამ პოლიტიკოსებს პოლიტიკური თანაცხოვრების პრაქტიკა არ აქვთ. ამისათვის დრო, წლებია საჭირო. თუ ისინი ერთად დარჩებიან და არ დაიშლებიან, მაშინ შესაძლოა, ჰქონდეთ შანსი მომავალში ძლიერ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ“, - აცხადებს საყვარელიძე.

ყველა ახალი ამბავი
0