საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება ჩათვალეს მიზანშეწონილად მიმდინარე გამოწვევების და რეალიების გათვალისწინებით

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის და ინიცირებულია ირაკლი კობახიძის, გურამ მაჭარაშვილისა და გიორგი კახიანის მიერ.

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, დიასპორის კომიტეტს და აუდიტის კომიტეტს.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მუშაობას იწყებს

„რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად ცვლილებას წარმოადგენს საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის გაუმჯობესების და სრულყოფის საკითხი. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია 15 კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება“,- აღნიშნულია პროექტში.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში 15 კომიტეტია, მაგრამ მათი რიცხვი 13-მდე შეიძლება შემცირდეს.

ცვლილებები შეეხება ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას. ცხრა შესაძლო მოადგილის ნაცვლად მეათე მოწვევის სპიკერს სამი ეყოლება - პირველი ვიცე-სპიკერი, ერთი სპიკერი საპარლამენტო უმრავლესობიდან და ერთი - ოპოზიციის წარმომადგენელი.

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: პარლამენტში ცხარე კამათი გაიმართა >>

ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ჰყავს შვიდი მოადგილე - უმრავლესობის ხუთი წევრი და ოპოზიციის ორი წარმომადგენელი - გია ვოლსკი, ირმა ინაშვილი, მამუკა მდინარაძე, სერგი კაპანაძე, კახაბერ კუჭავა, გეორგი კახიანი და ილია ნაკაშიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირება საქმიანობის ოპტიმიზაციის და თანხების დაზოგვის მიზნით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0