კალაძე: „ქართული ოცნების“ პარტიული სია შემუშავების პროცესშია

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და გიორგი გახარია
კახა კალაძე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია მაჟორიტარების სიაზე უკვე მუშაობს და მათ უახლოეს მომავალში წარადგენს - სიაში ყველაზე პოპულარული ადამიანები მოხვდებიან

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. უახლოეს დროს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოადგენს პარტიულ სიას და კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კორონავირუსმა ქართველი პოლიტიკოსების კარტები არია: როგორი იქნება 2020 წლის არჩევნები >>

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გენგეგმა წლის ბოლოსთვის მზად იქნება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. პარლამენტში შერეული სისტემით ირჩევა 150 დეპუტატი - ნაწილი პარტიული სიებით, ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.

„თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მუშაობა დაწყებულია ამ მიმართულებით“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მაჟორიტარი კანდიდატები გახდებიან ადამიანები, რომლებსაც გამარჯვების დიდი შანსი აქვთ და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში პოპულარობით სარგებლობენ.

მაჟორიტარების საკუთარ სიაზე მუშაობს ასევე გაერთიანებული ოპოზიცია, თუმცა ჯერჯერობით 30-პარტიულ გაერთიანებაში მუშაობა ერთიანი კანდიდატების და კვოტების შესათანხმებლად მიმდინარეობს.

ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში საქართველოში მოსალოდნელია კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება, რომლებმაც ზუსტად უნდა განსაზღვრონ დეპუტატების რაოდენობა ერთმანდატიან ოლქებში - 73 თუ 30. მანამდე კი პარტიები თავისი კანდიდატების წარდგენისგან თავს იკავებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0