საქართველო ცვლის ელჩებს საერთაშორისო ორგანიზაციებში

გამოწერა
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პოსტს ტოვებს და მიემგზავრება ვენაში, სადაც ავსტრიისა და ეუთოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს ალექსანდრე მაისურაძე, ხოლო ნატო-ში საქართველოს ელჩი გახდება ვიქტორ დოლიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სუვენირების მაღაზია - Sputnik საქართველო
საქართველო – ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს

„ახალი ელჩები გვეყოლება. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შესრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საქართველოს ეყოლება ახალი ელჩი ავსტრიაში. ის გახდება ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობას ტოვებს. იგი ასევე გახდება საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ვენაში მდებარეობს.

რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას >>

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს დიპლომატი ვლადიმერ კონსტანტინიდი. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის პოსტზე მას ჩაანაცვლებს მარიამ ნარჩემაშვილი, რომელიც უწყებაში განყოფილების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0