დეპუტატები პენსიის ინდექსაციის პროექტის განხილვას შეუდგნენ

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშისაკოლმეურნეო ბაზარი
საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენსიის ინდექსაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, რიგ სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პენსიის ინდექსაციისა და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს.

მთავრობის ინიციატივა ქვეყანაში პენსიების ყოველწლიურად გაზრდის შესახებ პარლამენტის ბიურომ სამშაბათს გამართულ სხდომაზე დაარეგისტრირა. 

პენსიონერი - Sputnik საქართველო
პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია

პენსიების ყოველწლიურად გაზრდის ინიციატივა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის გადასახადებისგან გათავისუფლებას, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის დახმარების გაცემას და შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას. 

ორივე ინიციატივა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ პენსიის მინიმალური ზრდა რეალურ შედეგს არ იძლევა.

„ეს ზომები ეკონომიკის აღდგენისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კრიზისის გამო დაზარალდა. დაბალშემოსავლიანი ადამიანების გადასახადებისგან გათავისუფლება დაახლოებით იგივე ლოგიკაა, რაც დაუბეგრავი მინიმუმის დროს იყო და ჩვენ მაშინ ვნახეთ, რომ მას არანაირი ეფექტი არ ჰქონია. რაც შეეხება პენსიის გაზრდას, ე.წ. ინდექსირებას, ამ შემთხვევაში იმდენად მცირე თანხაზეა საუბარი, რომ არანაირ სარგებელს არ მოიტანს", - განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა სერგი კაპანაძემ. 

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
მთავრობამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარება გამოყო: ვინ რამდენს მიიღებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა - თავის გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად ადეკვატური იყოს. 

„თუ ჩვენ მთლიანად ბიუჯეტს შევხედავთ, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია პენსიებისთვის, კომპანიებისთვის და სხვა სეგმენტისთვის გამოყოფილი თანხები. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მათ საერთო კმაყოფილებაზე ჩვენს ქვეყანაში. ახლა მთავრობის ვალდებულებაა, იყოს მაქსიმალურად ადეკვატური თავის გადაწყვეტილებებში და რაციონალურ დაყოფაში იმ საშუალებების, რის დაზოგვასაც შეძლებს", - განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს. 

პენსია 220 ლარს შეადგენს. თუმცა უკვე 1 ივლისიდან დაახლოებით 406,2 ათასი 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერი პენსიასთან ერთად 30-ლარიან დანამატს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0