თავისუფალი არჩევნების ფასი საქართველოში: პოლიტიკური ვნებათაღელვა კორონავირუსის ფონზე

© Sputnik / Alex Shlamovქალი ქუჩაში
ქალი ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიას ჯერ არ ჩაუვლია, ქვეყანაში კი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, უკვე ვნებათა ღელვა დაიწყო

არჩევნები საქართველოს პარლამენტში - მტკივნეული საკითხია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს.

ბრძოლა პარლამენტში ადგილისათვის გასული წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლისა და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, თანაც ნულოვანი ბარიერით, ჩატარების წინადადებით გამოვიდა.

ეს ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა ისეთი ოპოზიციური ძალებისთვისაც, როგორებიც არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომლებმაც ინიციატივაში საკანონმდებლო ორგანოში მეტი დეპუტატის გაყვანის შესაძლებლობა დაინახეს. მცირე პარტიებისთვის კი ეს პარლამენტში მოხვედრის ერთადერთი შანსი იყო. 

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა ქართველი პოლიტიკოსების კარტები არია: როგორი იქნება 2020 წლის არჩევნები

ვიდრე ოპოზიცია 2020 წელს ხელისუფლებაში მოხვედრის გეგმებს აწყობდა, „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების ჩატარების თაობაზე უთანხმოება გაჩნდა და უკვე ოქტომბერში ოპოზიციის გეგმები ჩაიშალა საქართველოს კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების  ჩავარდნის გამო.

ხანგრძლივი და რთული პერიპეტიების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელისუფლება თითქოს შეთანხმდნენ, მაგრამ დრომ თავისი კორექტივები შეიტანა.

ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა. ის დაირღვა საბრალდებო განაჩენების გამო ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ, რომელთაც ადრე ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. ოპოზიციამ ისინი პოლიტპატიმრებად შერაცხა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.

შეთანხმება საფრთხეშია

ოპოზიციამ, თავისი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედად, განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა შესაძლოა ჩაშლილიყო.

დიალოგი კინაღამ შეწყდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთავის, ძველ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: ოპოზიციას ნორმალური არჩევნები არ აწყობს

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მეორე განაჩენის გამოტანამდე უკვე მოიხადა სასჯელი 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში. გათავისუფლების შემდეგ იგი გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს“.

უგულავას განაჩენის შემდეგ ოპოზიციამ მმართველ პარტიას ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ოპოზიციამ აამოქმედა თავისი პარტნიორები ევროკავშირსა და აშშ-ში - ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტია. შედეგად მმართველი პარტია იძულებული გახდა, თავი ემართლებინა და ევროპარლამენტის მხრიდან უგულავას საქმის შემოწმებას დასთანხმებოდა. ამასთან, უგულავამ თავის თანაპარტიელებს სთხოვა, არ დაეყენებინათ მისი თავისუფლება ახალი საარჩევნო სისტემით არჩევნებზე მაღლა.

თუმცა ოპოზიციური ლიდერების გახმაურებული საქმეები ამით არ დასრულებულა. უკვე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მეორე ოპოზიციური პარტიის - „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს 2019 წლის 22 ივნისის ღამით, აქციაზე არეულობაში მონაწილეობის გამო ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. თავის დროზე სააკაშვილის თანამებრძოლმა 2007 წელს ოპოზიციური პარტია დააარსა. ოქრუაშვილი მაშინ მექრთამეობისთვის დაიჭირეს, შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. საქართველოში დაბრუნებისას იგი გაამართლეს. ოქრუაშვილმა სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თუმცა 2018 წელს კვლავ ღიად დაუჭირა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქტიურად ჩაება ოპოზიციის ცხოვრებაში. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: არ მგონია 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას

ოქრუაშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართა წერილით, რომელშიც უთითებდა, რომ არ სრულდებოდა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დადებული შეთანხმების ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხებოდა.

კერძოდ, ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებაში მმართველმა პარტიამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა დადო.

წერილმა თავისი როლი შეასრულა და ევროპარლამენტის დეპუტატებმა, განსაკუთრებით ოპოზიციის პარტნიორი პარტიიდან, ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა.

თუმცა როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე ოპოზიციასთან არ შეთანხმებულან. 

რეალურია თუ არა ოპოზიციის მუქარა

სინამდვილეში ოპოზიციურ სპექტრს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 25 ადგილი აქვს და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე.

შესწორებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის ხმა და თუ მმართველი პარტია დაითანხმებს ყოფილ თანამოაზრეებს, რომლებიც ამჟამად „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციაში არიან გაერთიანებული, და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, არჩევნების შეცვლილი სისტემით ჩატარების შანსი არსებობს. 

პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და არჩევნები საქართველოში: ხელისუფლებასა და ოპოზიციას წარმატების სჯერა

მით უმეტეს, რომ თავად მმართველმა პარტიამ უკვე ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციის გარეშეც შეუძლია მოქმედება.

„ჩვენ დანარჩენი კოლეგების იმედი გვაქვს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოპონენტები, რომლებსაც დღეს მკაცრი პოზიცია აქვთ, დაფიქრდებიან, პირველ რიგში, საქართველოზე და ქვეყნის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ.

ამგვარად, სავსებით დასაშვებია, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ახალი სისტემით ჩატარდეს, მით უფრო, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე დარწმუნებულია, რომ შესწორებების მიღების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან.

 „შესწორებები მიღებული იქნება. ამის პრობლემას ვერ ვხედავ. ამ შემთხვევაში მთავრობა არსად არ გადაუხვევს... ევროპელ ელჩებს პირობა მისცეს, ეს იყო შეთანხმება ამ რეფორმის თაობაზე, ამიტომ ცვლილებები აუცილებლად შევა“, - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოს.

ახალი პრობლემები 

ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 5 თებერვალი - Sputnik საქართველო
როგორ აისახა კორონავირუსი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ჩატარდება თუ არა არჩევნები-2020

საარჩევნო სისტემის გარდა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა - როგორ ჩატარდება არჩევნები.

მოქმედი შეზღუდვების თანახმად, რომლებიც საარჩევნო უბნებსაც შეეხება, დახურულ სივრცეში ადამიანებს შორის მანძილი ერთ-ნახევარ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ამასთან ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დროს, როგორც წესი, იმყოფება კომისიის არანაკლებ შვიდი წევრი, დამკვირვებლები პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები და თავად ამომრჩევლები.

ამგვარად, საკლასო ოთახის ზომის დახურულ სივრცეში 20-დან 50-მდე ადამიანი იყრის ხოლმე თავს. დამკვირვებლებისა და პრესის დასწრება აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. 

სწორედ ამიტომ ხელისუფლებასა და მედიკოსებს არჩევნების ჩატარების შესახებ რეკომენდაციების შესამუშავებლად დასჭირდებათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პარტიების თანხმობა. ეს კი არის ახალი საბაბი დავისათვის და საფუძველი ვარაუდისა, რომ პოლიტიკური ზაფხული საქართველოში განსაკუთრებით ცხელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0