„ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ“ - პრეზიდენტმა ვეტერანებს საჩუქრები გაუგზავნა

© photo: Salome Zourabichvili / FBპრეზიდენტი ვაკის პარკში
პრეზიდენტი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი და საჩუქრად მედიკამენტების შესაძენი 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერები გაუგზავნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის - სალომე ზურაბიშვილი
„ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე. ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ", – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს.

9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

საქართველოს მთავრობის წევრები ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გახარია: 75 წელი გავიდა, რაც პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა დიდ გამარჯვებას

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ყველასთვის >>>

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0