გახარია: ელჩს ვიწვევთ, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ დადგეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

© Sputnik / Alex Shlamovგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ კონსულტაციებისთვის - იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ავანტურისტი პოლიტიკოსებისგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, კიევიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.

მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩის გამოძახება არ ნიშნავს იმას, რომ  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ან სტრატეგიული პარტნიორობა.

გახარიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

„ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ  სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკვშირებს დიდხნიანი თანამშრომლობა. ჩემთვის სამწუხაროა, ეს ფაქტი იმ გამოცდილებით, რაც უკრაინას უკვე გააჩნია ოდესის შემთხვევაში. ჩვენ ეს განწყობა არ დაგვიმალავს, მათ შორის მეც. თქვენ იცით, ოდესის შემდეგ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები დაგვებრუნებინა სტრატეგიურლი მოკავშირეობის ჩარჩოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ მათი ქვეყნის შიდა საქმეა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის დანიშვნა: საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან ელჩი გამოიძახა
„მაინტერესებს და დავაკვირდებით, როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს“, – აღნიშნა გახარიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0