კობახიძე: სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე - არამეგობრული ნაბიჯია

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. კარგია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ ნიშნავენ ვიცეპრემიერად, მაგრამ საქართველოსთვის მიუღებელია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: სააკაშვილი დამნაშავეა და მაღალი თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და  ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა ოფიციალური წინადადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის თაობაზე რადაში ჯერ არ წარუდგენიათ. სააკაშვილის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მმართველ პარტიაშიც არის. სავარაუდოდ, მას რეფორმების ნაციონალურ საბჭოში სხვა თანამდებობას შესთავაზებენ.

„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით წამოვიდა, არის დადებითი. კერძოდ, იმ განცხადებებს ვგულისხმობთ, რომელიც გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას. ასევე იყო ინფორმაცია, რომ ის ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და დიდი იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესდღეობით სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს სწორედ უკრაინაში ცხოვრობს. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი გახდა მიზეზი ინტერპოლისთვის, უარი ეთქვა ქვეყნის ექსპრეზიდენტის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებაზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ თანამდებობაზე მიუღებელია

ამასთან, სააკაშვილი ჯერ კიდევ იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლოს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. ექსპრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მას დაემატა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო.

სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში.

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამ კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. სააკაშვილის მიერ უკრაინაში შექმნილი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის რადაში ვერ მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0