ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს

© AFP 2024 / Jack Guezთელ–ავივის აეროპორტი
თელ–ავივის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაინიშნა დამატებითი ჩარტერული რეისები, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

საქართველომ 21 მარტიდან ავიაფრენები მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და კარანტინში განთავსდება.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები, რომლებიც ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან ჩარტერული ფრენების მეშვეობით. ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიისა და შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ვეღარ მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს. დაინიშნა დამატებითი ჩარტერული რეისები, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

საელჩოს განცხადებით, საქართველოს მიმართულებით ავიარეისის თარიღთან დაკავშირებით მოქალაქეებმა მხოლოდ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელონ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცლებული ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4876 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0