ადამ კინზინგერი: საქართველომ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა

© AP Photo / Jacquelyn Martinაშშ-ის კონგრესმენი ადამ კიზინგერი
აშშ-ის კონგრესმენი ადამ კიზინგერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა სატელეფონო საუბრისას COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დედაქალაქის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს ნიღბების საშუალებით იცავს - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენთან საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

„ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეწყდა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ასევე შიდა ავიამიმოსვლა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

გარდა ამისა, აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები, სილამაზის სალონები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება. 

ყველა ახალი ამბავი
0