საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში ყველა შიდა ავიარეისი გაუქმებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქალაქთაშორისო ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სამგზავრო მატარებლების კვალდაკვალ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფრენებს შეწყვეტენ შიდა ავიახაზების თვითმფრინავებიც.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქალაქთაშორისო და სარკინიგზო მიმოსვლის კვალდაკვალ უქმდება ასევე ყველა შიდა ავიარეისი. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 მარტისთვის>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი დაიწყო. მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, აიკრძალოს მგზავრების გადაყვანა ქალაქებს შორის რკინიგზით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და ტრანსპორტი: რა არის დაშვებული და აკრძალული

ჩიქოვანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მგზავრთა გადაყვანაზე აკრძალვა არ შეეხება მოსახლეობის მომსახურებას მუნციპალიტეტების შიგნით, მაგრამ რაიონიდან რაიონში ჩასვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით არის შესაძლებელი.

შესაბამისად, საქართველოს მსხვილ ქალაქებში მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისში დამატებით – მეტროპოლიტენი.

დღეს შეუზღუდავად ხორციელდება მხოლოდ ტვირთების გადაზიდვები როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ტრანსპორტით.

განსაკუთრებული შეზღუდვებია დაწესებული მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებს. სატვირთო ავტომობილებს, რომლებითაც პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადააქვთ, ამუშავებენ სადეზინფექციო საშუალებებით, ხოლო მძღოლებს, გამოკვლევის შემდეგ, სპეციალურ ტანსაცმელს აძლევენ.

ამ ორი რაიონის შესასვლელებში გამართულია 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ასევე ყველა მეორეხარისხოვან გზას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0