საქართველოს პარლამენტი მუშაობის დისტანციურ ფორმაზე გადასვლაზე ფიქრობს

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ დეპუტატებიც შეაშფოთა: სპიკერი, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სახლიდან მუშაობაზე გადასვლის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი, დიდი ალბათობით, მუშაობის დისტანციურ ფორმაზე გადავა – კანონპროექტებს ელექტრონულ ფორმატში განიხილავს და მათ ელექტრონული კენჭისყრით მიიღებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მუშაობის ამგვარ მეთოდზე გადასვლის ალბათობაზე პარასკევს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატიმროებში განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა

სპიკერმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებსა და იურიდიულ დეპარტამენტს ამ ინიციატივის ტექნიკური და იურიდიული მხარის განხილვა დაავალა.

„ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე ვმუშაობდით, მაშინ ერთ-ერთ საკომიტეტო სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში ელექტრონული პროცედურის განხილვისა და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდე და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რის გამოც შეიძლება პარლამენტს მომავალში დასჭირდეს ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა", – განაცხადა თალაკვაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: ერთი პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაშია>>

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ბევრი დაწესებულება და უმაღლესი სასწავლებელი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული.

ყველა ახალი ამბავი
0