„საქართველო დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს“ - ზურაბიშვილი კორონავირუსის შესახებ

© photo: President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი გამყრელიძესა და ტიკარაძეს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი გამყრელიძესა და ტიკარაძეს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრისგან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორისგან მოისმინა

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველო დაცულია და განგაშის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის თემის კომენტირებისას.

გამყრელიძე: სამედიცინო ქსელი მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსით დაავადებულ პირებს >>

ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

შეხვედრაზე პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მისი გავრცელების აღსაკვეთად ხორციელდება.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზული სიტუაციაა, როგორც მთელს მსოფლიოში, მაგრამ არა საგანგაშო.

ქორწილი ჩინეთში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება არსებობს, რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლიანები, მშვიდად შეხვდეს ამ მდგომარეობას და იცოდეს, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. ამ ინფორმაციამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თბილისელებმა აფთიაქებში და სუპერმარკეტებში მედიკამენტების და სურსათის მომარაგება დაიწყეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორი კვირით სახმელეთო გადაადგილება აიკრძალება.

ამას გარდა, ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0