01:16 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
439 0 0

პარტია „ქართული ფესვების" ერთ-ერთი ამოცანა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული ფესვები" დაფუძნდა, რომელიც აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თენგიზ ოქროპელაშვილმა დააფუძნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ქალაქ ფოთის კულტურის სახლში გაიმართა.

ყრილობაზე პარტიის დამფუძნებლებმა ისაუბრეს ახალი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებსა და გეგმებზე. მათი სიტყვებით, პარტიის ძირითადი ამოცანა – სიღარიბის დაძლევა, საპენსიო რეფორმის გატარება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

„ჩვენი პარტიის ამოცანებს შორის – ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაა", – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ ლიპარტელიანმა.

საზოგადოებაში ცნობილი პიროვნებებიდან ყრილობას ესწრებოდნენ ნუგზარ ერგემლიძე და ნუგზარ კვაშალი.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ამჟამად 238 პარტიაა დარეგისტრირებული.

მთავარი თემები