12:15 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
138 0 0

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის პოსტმა სახელმწიფო ინტერესები დააზიანა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის Facebook-პოსტის გამო, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილი: ჩვენმა პოლიტიკოსებმა პრობლემები უცხოელების დახმარების გარეშე უნდა გადაჭრან >>

ჟღენტმა სარკასტული ფორმით დაწერა, რომ მარტის შუა რიცხვებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დიდი დელეგაციის 10-დღიანი ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტს შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ვიზიტი იმ ქვეყანაში, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2014 წლიდან მონაწილეობენ. EUFOR RCA-ს მისიაში, რომელმაც სტარტი 2014 წლის თებერვალში აიღო, საქართველოდან 156 სამხედრო მონაწილეობდა.

მთავარი თემები