ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა – ვიდეო

© courtesy of Archil Talakvadzeარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრაქცია „ევროპული საქართველოს" აქცია-პერფორმანსს პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები სიცილითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე „მუსიკალურმა პაუზამ", უფრო ზუსტად კი საბჭოთა კავშირის ჰიმნმა შეწყვიტა.

პლენარული სხდომა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გამოსვლით დაიწყო, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს.

თავისებური აქცია-პერფორმანსი მოაწყო საპარლამენტო ოპოზიციამ. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დარბაზში ხელში რუპორით მოულოდნელად გამოჩნდა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სწორედ რომ დროულად გამოჩნდა – ხოშტარიას დარბაზში შესვლამდე სპიკერი იმ მძიმე მემკვიდრეობაზე საუბრობდა, რომელიც „ქართულ ოცნებას" ამჟამინდელი პოლიტიკური ოპონენტებისგან დარჩა.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს", – მოითხოვა  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრისთვის ემზადება>>

სხდომაზე ოპოზიციის გამოჩენამ და ჰიმნმა სპიკერისა და უმრავლესობის დეპუტატების სიცილი და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

პლენარულ სხდომას ესრებიან საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერის ხელმძღვანელობით, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0