მოძრაობა „გაბედეს" წევრები სასამართლომ სიტყვიერად გააფრთხილა

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალგაზრდული აქცია
ახალგაზრდული აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და ქუთაისში განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ახალგაზრდული მოძრაობის ხუთი აქტივისტის მხარდასაჭერად სასამართლო პროცესის კედლებს გარეთ ორი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მოძრაობა „გაბედეს" ხუთ აქტივისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული დარღვევის გამო სასჯელის სახით სიტყვიერი გაფრთხილება გამოუტანა.

მოსამართლე ივანე ღლონტმა ნიკა პეტრიაშვილი, ბექა პეტრიაშვილი, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თორნიკე ჯავახიშვილი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ისინი სიტყვიერად გააფრთხილა.

ხელბორიკილის დადება - Sputnik საქართველო
მცხეთაში აქციის დროს „ევროპული საქართველოსა" და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები დააკავეს

რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს (166-ე), სასამართლომ ხუთივე აქტივისტი გაამართლა.

სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. განსასჯელთა შორის იყო ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექაც. აქტივისტების მხარდამჭერი აქცია სასამართლოს შენობებთან პარალელურად თბილისსა და ქუთაისში მიმდინარეობდა.

აქტივისტები ქუთაისში აქციის ჩატარებას უშუალოდ სააპელაციო სასამართლოს კედლებთან აპირებდნენ, მაგრამ დაცვამ მათ შენობიდან მინიმუმ 20 მეტრით დაშორება მოსთხოვა.

აქციის მონაწილეებმა მართლწესრიგის დამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი ყვიროდნენ „ვერ შეგვაშინებთ", „ყველას ვერ დასჯით".

ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში>>

„გაბედეს" აქტივისტებმა აქცია თბილისში უფრო „არტისტულად" ჩაატარეს. მათ „ქართული ოცნების" დროშა მიიტანეს სასამართლოს შენობასთან და სანამ შენობაში შიგნით შევიდოდნენ, დროშაზე ფეხები დემონსტრაციულად შეიწმინდეს.

ნიკა და ბექა პეტრიაშვილები, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თორნიკე ჯავახიშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციის დროს 22 ნოემბერს დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0