საქართველოს საგარეო უწყება ტაილანდს ნახონ რატჩასიმას ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებულმა სამხედრომ ცეცხლი ჯერ გამვლელებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა. სროლის დროს დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი დაიჭრა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტაილანდში 8 თებერვალს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ტაილანდის მთავრობასა და ხალხს, და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

შაბათს შეიარაღებულმა სამხედრომ ქალაქ ნახონ რატჩასიმაში გატაცებული ავტომობილიდან ცეცხლი ჯერ გამვლელებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში 16 მძევალი აიყვანა. სპეცრაზმის ძალებმა შენობა შტურმით აიღეს. ბოროტმოქმედმა მიმალვა სცადა, მაგრამ ის ლიკვიდირებულ იქნა.

ლიკვიდირებულია მსროლელი, რომელმაც ტაილანდში 27 ადამიანი მოკლა>>

ბოლო მონაცემებით, სროლისას დაიღუპა 29 და დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0