გრიგოლ ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს?

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილ მმართველ პარტიაში ცვლილებებია – არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას" არა მარტო რიგითი წევრები, არამედ, როგორც ამბობენ, პარტიის ლიდერიც კი ტოვებს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან მიდის.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა თბილისში პოლიტიკური შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა

როგორც ტელეკომპანია Imedi იუწყება, ვაშაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო მიიღო, რომელიც ამ დრომდე რჩება „ნაცმოძრაობის" არაფორმალურ ლიდერად.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ თბილისში შტაბის გახსნის სურვილი.

„ნაცმოძრაობაში" ვაშაძის შესაძლო წასვლის თაობაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური შტაბის შექმნა, რომელიც „ოპოზიციას გააერთიანებს". მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე აღნიშნული შტაბი 1 მარტიდან ამოქმედდება.

ამ დროისთვის საქართველოში სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ბოლო პერიოდში პარტიის რიგები რამდენიმე ადამიანმა დატოვა. მათ შორის, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ.

ყველა ახალი ამბავი
0