სტვენა და ბანერები: ოპოზიციამ თბილისში საპროტესტო აქციები განაახლა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციისა და სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები პარლამენტის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე წელს პირველად შეიკრიბნენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბაღდათში: ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გადადო

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელებთან გაშალეს ტრანსფარანტები წარწერით: „სირცხვილია", „თავისუფლება პოლიტპატიმრებს". ისინი სტვენით ხვდებიან პარლამენტის ეზოში შემავალ მანქანებს. პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული.

„ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვხსნით მშვიდობიანი პროტესტის წლევანდელ სეზონს. შარშანდელი წლის პროტესტმა ჩვენ სერიოზული შედეგი მოგვიტანა – ჩვენ გვაქვს საზოგადოების და დასავლეთის სრული მხარდაჭერა", – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

თავიდან ოპოზიცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებისთვის "სირცხვილის დერეფნის" მოწყობას აპირებდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა დეპუტატი უკვე იმყოფება შენობაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0