გერმანიაში საქართველოს ელჩად ლევან იზორია ინიშნება

გამოწერა
იზორიას თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები უკვე დაიწყო, ექს-მინისტრი გერმანიაში გამგზავრებას თებერვალში გეგმავს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. დაზვერვის სამსახურის უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორიამ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით იზორიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს 24 იანვარს მიმართა. მისი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები უკვე დაიწყო, ექს-მინისტრი გერმანიაში გამგზავრებას თებერვალში გეგმავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე იზორია ელგუჯა ხოკრიშვილს შეცვლის.

2004-2006 წლებში ლევან იზორია იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი, 2007-2008 წლებში "საქართველოს უნივერსიტეტის" დეკანი. 2008-2009 წლებში — ქალაქ შპაიერში (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი. 2012-2015 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

2016-2019 წლებში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მთავრობის განახლების შემდეგ კი გახდა დაზვერვის სამსახურის უფროსი.

ყველა ახალი ამბავი
0