დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში გამოვა და კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ქვეყნის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სტრასბურგში სიტყვით გამოვა, აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერის ბოლოს მიიღო. თავმჯდომარეობა ქვეყანამ საფრანგეთისგან გადმოიბარა. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენი ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომელსაც არ გადავუხვევთ

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ხუთშაბათს, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე. ზალკალიანი სხდომაზე წარადგენს საქართველოს ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვენაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება რიგი შეხვედრები, მათ შორის, ეუთოს ხელმძღვანელობასთან.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება>>

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სამშაბათს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაც.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0