„ველოდებით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას" – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

© photo: Ministry of affairs of Georgiaსაქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია
საქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ფართო წრე განიხილეს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველო თავისი რეფორმებით რეგიონში სანიმუშო ქვეყანაა და ნიდერლანდები ელოდება, რომ არჩევნები წელს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება, განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. მმართველი პარტია და ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულან, თუ რა მოდელით ჩატარდება არჩევნები.

რაზე საუბრობდნენ ამსტერდამში საქართველოს და ნიდერლანდების პრემიერები>>

„ველოდებით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე, რაც გვაშორებს ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი. ეს საქართველოს გააძლიერებს, როგორც დემოკრატიას", – განაცხადა ბლოკმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდები რეფორმების პროცესში საქართველოს პარტნიორად რჩება.

არჩილ ჯავახაძე - Sputnik საქართველო
„არ მეგონა ასე თუ გავრისკავდი“ - როგორ შეიქმნა პირველი ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ბლოკმა ზალკალიანთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, რაზეც მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ისტორიული ვიზიტი, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთას. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა სწორედ აღნიშნული დინამიკის გაგრძელებაა და ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას ემსახურება", – განაცხადა ზალკალიანმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0