საპროკურორო საბჭო გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებით პირველ სხდომას გამართავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 17 კანდიდატის შესაბამისობას შეამოწმებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატია დასახელებული, მათ შორის სამი ქალი.

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
პროკურორთა საბჭომ გენპროკურორის კანდიდატები ერთი თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს

„საპროკურორო საბჭო სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის შესაბამისობას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან და საპროკურორო საბჭოსთვის 2019 წლის 16 დეკემბრის ნომერ მეორე განკარგულების ნომერ პირველი დანართის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

საპროკურო საბჭოს წევრები ასევე იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. ამის შემდეგ საპროკურორო საბჭომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციები დაიწყო აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა.

იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება სურთ, განსაკუთრებული ყურადღება ირაკლი შოთაძემ დაიმსახურა, რომელსაც ადრე უკვე ეკავა აღნიშნული თანამდებობა. იგი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რომელიც მას 2015 წლიდან ეჭირა, 2018 წლის 31 მაისს გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები. ახლა მისი კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წამოაყენა.

თემიდა - Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევნები: ახალი საბაბი სკანდალისთვის

კანდიდატებს შორის ასევე არიან: გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი; რაულ გამისონია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი; სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი; პაატა გაბელია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია „სამართლის სახლის“ ადვოკატი; ფიქრია ზირაქაშვილი - შპს „ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი; ვალერიან ვაჭარაძე - იურისტი, „თბილისი ენერჯის“ მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი; ხოლო იურისტებმა მერაბ გამყრელიძემ და დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართეს განცხადებით გენპროკურორის თანამდებობაზე მათი კანდიდატურების რეგისტრაციის შესახებ.

კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0