თურნავა: გახარიას შესაძლო გადადგომა შავი პიარი და სპეკულაციაა

გამოწერა
ბოლო დროს ქართული მასმედია აქტიურად განიხილავს პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის საკითხს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მშვენივრად უძღვება მთავრობას და დღეს საკადრო ცვლილებების განხილვა უსაფუძვლოა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი გადადგომას აპირებს? გახარია ჟურნალისტებს ურჩევს, „ფინალურ სერიას დაელოდონ“

ბოლო დროს ქართული მასმედია აქტიურად განიხილავს გახარიას შესაძლო გადადგომის საკითხს. პრემიერის თანამდებობაზე იგი 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე განიხილავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურებს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ გახარიას ადგილი შეიძლება თავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც დაიკავოს. როგორც ცნობილია, იგი ადრეც ხელმძღვანელობდა მთავრობას.

„არ ვადასტურებ თქვენს ვერსიებს, მათ შავ პიარად და პიარ-სპეკულაციად ვთვლი, რამეთუ დღეს მთავრობაში საკადრო გადაადგილების თაობაზე საკითხის განხილვა უსაფუძვლოა", – განაცხადა თურნავამ.

ვინ არის გახარია

ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი და მთავრობის მრჩეველი გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წელს შექმნილი მინისტრთა კაბინეტის განახლება დაიწყო. მაშინ გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახდა.

ერთი წლის შემდეგ კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი ისევ განაახლა და გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

გახარიასთვის ეს რთული პერიოდი აღმოჩნდა: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მისი კარიერის დასაწყისშივე თბილისში მოხდა გახმაურებული მკვლელობა სკოლის მოსწავლეების ჩხუბის დროს. ამ საქმის გამოძიება, ისევე, როგორც დავა სამართალდამცველების მუშაობასთან დაკავშირებით, დღემდე გრძელდება.

შემდეგ სხვა მოვლენებიც განვითარდა: 2018 წლის მაისში თბილისი ახალგაზრდულმა აქციებმა მოიცვა. მაშინ გახარიამ ღამის კლუბებში ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედების გამო ბოდიშიც კი მოიხადა.

2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები დაიწყო, მათ შორის, უშუალოდ გახარიას წინააღმდეგ. მას ადანაშაულებდნენ 21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დარბევაში. იმ ღამით მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გახარიას მინისტრობისას შსს-მ დაიწყო დანაშაულებათა დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება. გახარიამ გაამკაცრა პოლიტიკა ქურდული სამყაროსა და ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ, დაიწყო გზებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება, საფუძველი ჩაეყარა კრიმინალური პოლიციის რეფორმას. გარდა ამისა, საქართველოს შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0