ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მაგიდასთან იანვრის ბოლოს დასხდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კი არჩევნების მოდელზე ჯერ ისევ კამათობენ.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგის მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარასკევს გამართულ ბიუროს სხდომაზე. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„შანსი არსებობს" – დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრით კმაყოფილი არიან

მან იმედი გამთქვა, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

„იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დიალოგის შემდეგი რაუნდი, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება, იქნება უფრო კონსტრუქციული, ჩვენ შევძლებთ გარკვეული შეთანხმების მიღწევას და ქვეყანა უკვე ნორმალურ რეჟიმში დაიწყებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იმართება, რომლის სურვილია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელთან დაკავშირებით მხარეებს კომპრომისის მოძიებაში დაეხმაროს. მოლაპარაკებების სამი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0