21:52 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
166 0 0

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაწყვიტა, ქმედითი დახმარება გაუწიოს მმართველ პარტიას და მას ოპოზიციის შავი სიის საპირწონეს შექმნა შესთავაზა

თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა თანდათან მწვავდება. არჩევნებამდე 10 თვით ადრე პოლიტიკოსებმა ახალი ტრენდი მოიგონეს და მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების სიების შედგენა გადაწყვიტეს.

თავის ე.წ. „შავ სიას“ წერენ ოპოზიციური პარტიები და ამ პროცესში ერთ-ერთ წამყვან როლს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს.

„ეს არავის გასვლია“ - მარგველაშვილი „ხელსაყრელი ოპოზიციის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ >>

საპასუხო დარტყმას ამზადებს საზოგადო მოღვაწე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც გეგმავს, საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ადამიანების შესახებ შეახსენოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინი სიებში საზოგადოების გახლეჩვის საფრთხეს ხედავენ.

ოპოზიციის „შავი სია“

„შავი სიის“ შექმნის იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაუჩნდა. სიაში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების შეყვანას აპირებენ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის თქმით, სიის პირველი ათეულის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

„უახლოეს დღეებში იქნება პირველი 10-კაციანი სია ადამიანებისა, რომელთა ქმედებებში მიგვაჩნია, არის იმის ნიშნები, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა – ეს იქნება პოლიცია, პროკურატურა, თუ სასამართლო, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

ოპოზიციის შავ სიაში მოხვედრილთა სახელები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პირველ ხუთეულში მოხვდა ორი პროკურორი, ორი მოსამართლე და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ოპოზიცია სიას დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს და შავ სიაში შეყვანილ პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

„სისხლიანი რეჟიმის“ შეხსენება

პარალელურად სიას ამზადებს საზოგადო მოღვაწე და რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებათა შესახებ ფილმი გადაიღო.

ახლა ხაინდრავა გამოდის პლატფორმის შექმნის ინიციატივით მათთვის, ვინც წინა ხელისუფლების ქმედებების გამო დაზარალდა.

„ესაა სია, სადაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შევა. ჩვენ გამოვაცხადებთ მისამართს, რომელზე შესვლასაც შეძლებს ნებისმიერი მოქალაქე და მას თავისი მონაცემების -  გვარის, სახელის, ტელეფონის - გამოგზავნის შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

ამასთან, იგი არ მალავს, რომ ეს პლატფორმა იქნება პასუხი ოპოზიციის „შავ სიაზე“.

რას აპირებს ხელისუფლება?

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის სიას პერსპექტივა არ გააჩნია.

„არ არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, ამ სიას საერთაშორისო სანქციების ფორმა დაედოს... ეს სიები არსებობდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც არსებობს საკმაოდ ვრცელი სია. საკუთარი სურვილების რეალიზაციის შესაძლებლობა როგორც კი მიეცემათ, ნებისმიერ ადამიანს კვლავ დაუბრუნდებიან, კვლავ განათავსებენ საპყრობილეში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციის სია საზოგადოებას არავითარ სარგებელს რომ არ მოუტანს, ამაში მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი კახიანიც დარწმუნებულია.

„ახალი შავი სიის შედგენა საზოგადოების ორად გახლეჩას და მტრის ხატის შექმნას ემსახურება“, - აღნიშნა კახიანმა.

მთავარი თემები