თბილისში სერბეთის საპატიო საკონსულო გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კანცელარია
საქართველოს კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სერბეთის საკონსულოს გახსნის შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკონსულო დაწესებულების ამოქმედებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა. შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა, ნათქვამია, რომ საკონსულო საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს.

საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 26 ივნისს დამყარდა. წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში გასული წლის მარტში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0