საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დღეიდან დამთვალიერებლისთვის გახსნილია

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი თავის სასახლეში პირველ რიგში იწვევს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა მათ იქ საჭირო ინფორმაციის მიღება შეძლონ.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია დღეიდან სტუმრებისთვის ღია იქნება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის საკითხებზე სასტუმრო „ბილტმორში" გამართულ კონფერენციაზე.

სახელმწიფო მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დიასპორისთვის თბილისში არსებობდეს ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას იმის თაობაზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათ სამშობლოში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაბრუნებასა და მუშაობას გადაწყვეტენ.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენცია სვანეთში აუქციონზე გაიყიდა

პრეზიდენტის სასახლე, პირველ რიგში, დიასპორისთვის იქნება გახსნილი, რათა მათ შეძლონ აქ მოსვლა და ზოგიერთი პირველადი ინფორმაციის მიღება, აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიზნით პრეზიდენტის რეზიდენციაში კაბინეტიც გამოიყოს.

„გამოთქვამ მზადყოფნას, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოს ერთი კაბინეტი, რომელიც შეასრულებს დიასპორის სახლის ფუნქციას და მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც სასახლეში მიიღებს დიასპორის წარმომადგენლებს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მუშაობა ათონელის ქუჩაზე, ე.წ. ორბელიანების სასახლეში გადაწყვიტა. ამაზე თავის დროზე უარი თქვა მისმა წინამორბედმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო
ანტიკვარული ავეჯი პრეზიდენტის რეზიდენციისთვის: ადმინისტრაცია განმარტავს

რემონტის დასრულების შემდეგ ორბელიანის სასახლეს ძველებური იერი დაუბრუნეს და ანტიკვარული ავეჯითა და ინვენტარით მოაწყვეს. ძველი ავეჯის ნაწილი ადგილობრივ ოჯახებში, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ შეიძინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, პრეზიდენტის სასახლისთვის ანტიკვარიატის შესაძენად და მათი რესტავრაციისთვის 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

ანტიკვარიატს შორისაა მაგიდა ლუდოვიკო XV-ის სტილში და კარადა, რომელიც ოდესღაც სალომე ზურაბიშვილის მამას ლევან ზურაბიშვილს ეკუთვნოდა. წარსულში ის პარიზში ქართული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა. მან უარი თქვა ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე, რომლის რეკონსტრუქცია მოხდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0