„ვაი პატრიოტები ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან“ - ივანიშვილი ჰესების შესახებ

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გაუსვა ხაზი განახლებადი ენერგიის განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის ჰესების მშენებლობას

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამის რაციონალური გამოყენებაა საჭირო, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი? >>

საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქცია, რომელიც აპრილში პანკისის ხეობაში გაიმართა, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სიტუაცია განიმუხტა შს მინისტრის ჩარევის შემდეგ და სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

სპეცრაზმის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
რა მოხდა პანკისის ხეობაში: პოლიციამ მკვლელობა გახსნა

„სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას... სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით, რათა გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ქვეყანა, უნდა გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება, პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართლში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება >>

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა რეალური დამოუკიდებელი ქვეყნის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერგიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები... საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად, ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0